ანა წითლიძე - შეწყვიტეთ ამ ადამიანების დამუნათება და ისტერიკა, ვიდრე მე მითქვამს, რას საქმიანობდით, რომ 4 ოქტომბერი არ შემდგარიყო


ავტორი
Front News საქართველო
გასაგებია ნებისმიერი კითხვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ისიც, რომ მოლოდინია, ორგანიზატორები რას იტყვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს ადამიანები არიან ტყვეობაში, სადაც ყველა მათი სიტყვა, მათ შორის ადვოკატებთან იწერება და კონტროლდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ნებისმიერი მათი განცხადება „რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს დაკავებულების წინააღმდეგ და დაკავებულთა წრის გასაზრდელად“.
"დღეს მედიასთან ვთქვი და აქაც გავიმეორებ. გასაგებია ნებისმიერი კითხვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ისიც რომ მოლოდინია ორგანიზატორები რას იტყვიან.
მაგრამ უნდა გვესმოდეს:
ეს ადამიანები არიან ტყვეობაში, სადაც ყველა მათი სიტყვა მათ შორის ადვოკატებთან იწერება და კონტროლდება. ნებისმიერი მათი განცხადება, მით უმეტეს თუ აბსურდულ შეთქმულების თეორიებს გავყვებით, რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ უკვე დაკავებულების წინააღმდეგ ბრალის დასამძიმებლად, არამედ გაზარდოს დაკავებულების წრე!
ორგანიზატორებს საკუთარი თავები გადადებული აქვთ და არ ადარდებთ, 20 წელი ან უვადო რომ მოგვისაჯონ მაგასაც ველითო - ასეთია მათი განწყობა - მაგრამ დარდობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმს ჰყავს ტყვედ 4 ოქტომბრის შემდეგ და რომელთა წინააღმდეგაც რეჟიმს შეუძლია ნებისმიერი ზედმეტი სიტყვა ორგანიზატორების მხრიდან, მათივე ბრალის დასამძიმებლად გამოიყენოს.
ეს ადამიანები, იქ, საპატიმროში უყურებენ ტელევიზორს და თითოეული სიტყვა გარეთ რას ვიტყვით - არის მათთვის იმედი და მოტივაცია. ნუ ვიზამთ ისე გული გავუხეთქოთ ამ ხალხს.
მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიის ლილუაშვილ/ყოფილებთან.
არც ხაბეს, არც მურთაზს, არც პაატას - არ გაუჭირდება, შესაბამის დროს, უპასუხონ კითხვებს, რაც დაისვა.
ციხეში წავიდა ეს ხალხი და თავი გაწირა ამ პროცესში და რა უნდა იყოს კითხვა რომელიც ამაზე მეტია და რთული საპასუხო?
შეწყვიტეთ ამ ადამიანების დამუნათება და ისტერიკა.
პ/ს სანამ მე მითქვამს 4 ოქტომბრამდე რას საქმიანობდით 4 ოქტომბერი რომ არ შემდგარიყო!" - წერს ანა წითლიძე.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს