Logo

ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

სამართალი
182
Frontnews image description

აქციების დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას თქმით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა.

როგორც მან აღნიშნა, განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის განაჩენიც უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ისიც გაურკვეველი დროით გადაიდო.

Advertisement