ანატოლი გიგაურს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდება „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლიდან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
თაგები:
ანატოლი გიგაური




