Logo

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია ყველასგან, გამონაკლისების გარეშე

პოლიტიკა
533
Frontnews image description

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, თუ მსოფლიო დღეს უკრაინას არ დაეხმარება, მტერი სხვასთანაც მივა.

 

“მტერი განაგრძობს მკვლელობებს. მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჩვენი შვილების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია ამჟამად იზოლაციაშია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მტერი განაგრძობს მკვლელობას უდანაშაულო ხალხის, უკრაინის მშვიდობიანი ხალხის და ბავშვების.

 

სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სანქციები, ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. მსურს, მკაფიოდ ვთქვა, ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია ყველასგან, გამონაკლისების გარეშე. თუ მსოფლიო ჩვენ დღეს არ დაგვეხმარება, მტერი მივა სხვებთანაც. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ახსოვს და არასოდეს დაივიწყებს ქართველების ტკივილს, ქართველ ლტოლვილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები