
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სამკურნალოდ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
“საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი ქვეყნის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების პრიორიტეტად. სწორედ ასეთი პოზიციებიდან აწარმოებს მუშაობას საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია.
უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს სამკურნალოდ ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობის და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება, არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენი კონსული ყოველი პირადი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს“, – განაცხადა კასიანოვმა.
თაგები:
ანდრეი კასიანოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს