ანდრია გვიდიანი – კამპანიის აგორება “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია

ავტორი
Front News საქართველო
“მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს – კი, ჯანსაღი პოზიციაა; მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე – სრულიად ლეგიტიმურია; მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას – კი, ამაზრზენია; მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას – ცხადია, სწორი პოზიციაა; მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე – კი, ეგრეა’’ – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
როგორც გვიდიანი წერს, კამპანიის აგორება “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია.
“რუსები არ შემოვუშვათო… – მესმის, პუტინი გეზიზღებოდეს – კი, ჯანსაღი პოზიციაა; – მესმის, რუსულ პოლიტიკას ვერ იტანდე – სრულიად ლეგიტიმურია; – მესმის, აკრიტიკებდე რუსულ პროპაგანდას – კი, ამაზრზენია; – მესმის, მხარს უჭერდე უკრაინას – ცხადია, სწორი პოზიციაა; – მესმის, რუსეთს ბოროტების იმპერიას ეძახდე – კი, ეგრეა; მაგრამ • ბოროტი პრეზიდენტის გამო, ჯავრს იყრიდე ჩვეულებრივ რუს ხალხზე – სიქაჯეა; • როცა უკრაინელები რუს ტყვეებს აჭმევენ და შენ ტურისტს არ უშვებ – სიგიჟეა; • კამპანიის აგორება “არ მივიღოთ რუსი ტურისტები” – არაადეკვატურია; • ადამიანი ცდილობდეს პუტინის რუსეთისგან თავის დაღწევას და კარს ცხვირწინ უჯახუნებდე – ფაშიზმია; • “სტუმარი კი არის, მაგრამ არ შემოვუშვათ” – არაქართულია; • “რუსებს თუ შემოვუშვებთ, მაგას პუტინი შემოყვება დასაცავად” – პარანოიაა; • “აქამდე სად იყვნენ, დროზე წამოსულიყვნენ” – სიშტერეა; ჯამი ჭურჭელია; დედამიწა მრგვალია; წყალი სველია; ღამე ბნელა; აი, ია; აი, თითი’’ წერს ანდრია გვიდიანი facebook – ზე.
თაგები:





