ანდრო ჭიჭინაძე - ამ ცილისწამებას და დეზინფორმაციას ჩვენ არ გავატარებთ, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა


ავტორი
Front News საქართველო
თქვეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობას - ამ ცილისწამებას და დეზინფორმაციას ჩვენ არ გავატარებთ, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ხედავს საერთო ნიუანსებს პროკურორების ნათქვამს და იმაში, რაც ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში.
"მორიგ ჯერზე "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში - ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა.შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.
ამ ცილისწამებას და დეზინფორმაციას ჩვენ არ გავატარებთ. კიდევ ერთხელ, მესამედ თუ მეოთხედ დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.
პროკურორებმა ახლა რა პასუხიც გასცეს თორნიკეს, მახსენდება ასეთი ფაქტი, ისტორიულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ 1944-1945 წლებში იყო და ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება, ქმარმა საწოლში ცოლს გაუზიარა აზრი ფიურერზე, შემდეგ იჩხუბეს, დააბეზღა ცოლმა და ეს ჯაცი დაიჭირე. პროკურატურა ამ კაცს ფიურერის საჯარო კრიტიკას ედავებოდა. იმაზე უფრო "პრივატული" რა შეიძლება იყოს, ცოლი და ქმარი საწოლში წვნან და საუბრობენ... ამ კაცს პროკურორი ედავებოდა იმას, რომ ეს იდეა ამ კაცთან შეიძლება მისულიყო იმ სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი საუბრობდა კრიტიკულ აზრს და ამ კაცმა გაუზიარა ცოლს და შესაძლოა, ეს აზრი განვითარებულიყო იქ, სადაც ბევრი ადამიანი იქნებოდა და ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, ბევრი საერთოს დაჭერა შეიძლება, იმდენად აბსურდულია. ამ კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, გერმანიამ ომი წააგო და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა.
მე ვხედავ საერთო ნიუანსებს პროკურორების ნათქვამს და იმაში, რაც ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში. არანაირი საფუძველი, რასაც ჩვენ გვაბრალებენ - არ აქვთ", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს