ანდრო ჭიჭინაძე - გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდით, თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მონაწილეობთ


ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს.
საქმის პროკურორებს და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მიმართა.
"მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ მოსამართლევ. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას. რა ჯანდაბა არის ეს პროტესტი? რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის შინაგანი შეგრძნება. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, 12 წლის ასაკში, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ოჯახის ახლობელი, ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, რომ როცა მაღალჩინოსნები არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი რატომ და მეორე იყო, რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად?
ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს რაც საჭირო იქნება ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ-მეთქი, ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერად გავიმარჯვე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის. იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს", - მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლესა და საქმის პროკურორებს.
არ არის გამორიცხული, 11 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს