
ავტორი
Front News საქართველო
შავი ზღვის რეგიონი ნელ-ნელა ხდება საბრძოლო მოქმედებების თეატრი და ასეთ დროს საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადარჩენის ერთადერთი საშუალება თანამშრომლობაა დასავლურ ძალებთან.
"ფაქტია, რომ შავი ზღვის რეგიონი და ზოგადად ეს გადაზიდვები უკრაინული დაზვერვის სამიზნე გახდა.
საერთაშორისო მონაცემებით დადგინდება, კონკრეტულად რა ტვირთი იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შავი ზღვის რეგიონი ნელ-ნელა ხდება საბრძოლო მოქმედებების თეატრი და ასეთ დროს საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია და ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა დასავლურ ძალებთან არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
თაგები:
ანდრო გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს