Logo

ანდრო გოცირიძე – ისეთი რაღაცები ინგრევა, რასაც შემდეგ ვერ ავაშენებთ

პოლიტიკა
1411
Frontnews image description

ადვილია ჩაის მაგიდიდან საუბარი, მაგრამ ხვალ ვინმე იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოს ომი ისევ არ მოუწევს?!, – ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი რაღაცები ინგრევა, რაც შემდეგ ვერ აშენდება.

“ისეთი რაღაცები ინგრევა, რასაც შემდეგ ვერ ავაშენებთ. ადვილია ჩაის მაგიდიდან საუბარი, მაგრამ ხვალ ვინმე იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოს ომი ისევ არ მოუწევს?! ხვალ რომ სამშობლოს დასჭირდეს, ჯარისკაცები როგორ უნდა წავიყვანოთ ომში? უნდა ვუთხრათ, რომ ეს საქართველოს არ სჭირდება? ეს არ შეიძლება.

ომის დროს აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი ემსახურება ამ საქმეს. ჩვენსა და პოლიციას შორის რომ ეს უფსკრული ღრმავდება, ხვალ მტერი რომ შემოიჭრას, რუსეთი თუ არა სხვა, კავკასიაში არასდროს რომ არ ყოფილა დალაგებული  ვითარება,  ეს პოლიცია ქუჩაში თმებით კი არ ათრევს გოგოებს და ბიჭებს, მაშინ ის გარკვეულ დამხმარე ამოცანას ასრულებს. ამხელა უფსკრული რომაა პოლიციასა და მოსახლეობას შორის, ამის აღდგენას ზოგჯერ წლები სჭირდება. ეს ინსტიტუტები ერთ დღეში არ შენდება.

ამ ყველაფრით სარგებლობს რუსეთი, რომელიც შენი გაცხადებული მტერია”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები