Logo

ანდრო გოცირიძე - ავტორიტარიზმის კონსოლიდირებაა, რასაც ვხედავთ

პოლიტიკა
119
Frontnews image description

შეიძლება მართლაც არსებობდეს რუსული, ან ბელორუსული საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა საფარქვეშ აერთიანებენ რუსეთის სადაზვერვო დანაყოფებს და ამ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს აწვდიან ხელისუფლებას, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ავტორიტარიზმის კონსოლიდირებაა, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს.

"ავტორიტარიზმის კონსოლიდირებაა, რასაც ვხედავთ. ის, რომ ამ ყველაფერს საერთო აქვთ ჩვენთვის ცნობილ ავტორიტარულ ქვეყნებთან - რუსეთთან და ბელორუსთან - ორი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული - სამიზნეები ერთი და იგივეა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისთვის. მათი ხელის შემშლელია პროფესურა, სტუდენტები, ადამიანები, ვისზეც ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვერ ხდება და ჩვენს შემთხვევაში, ეს არის ემიგრაცია, რომელიც ვერ იწამლება იმ იარაღით, რომლითაც ახლა მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, საერთაშორისო მიდგომით კი ეს ფსიქოლოგიურ იარაღთან არის გაიგივებული და მეორე ფაქტორია - შეიძლება მართლაც არსებობდეს რუსული ან ბელორუსული საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა საფარქვეშ აერთიანებენ რუსეთის სადაზვერვო დანაყოფებს და ამ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს აწვდიან ხელისუფლებას, პარტიულ დანაყოფებს, რომელთა ერთ-ერთ გაგრძელებადაც, სამწუხაროდ, გადაქცეულია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც აშკარად აღარ მალავს, რომ ემსახურება არა სახელმწიფოს, არამედ კონკრეტულ პარტიას, რომლის ინტერესებიც ამ შემთხვევაში ემთხვევა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. ჩვენს ოფიცრებს ეშლებათ - ვემსახურები სახელმწიფოს და ვემსახურები პარტიას, მათ პარტია ჰგონიათ სახელმწიფო.

რაც შეეხება მხარდაჭერას, "ოცნებას" საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება ზუსტად ის პროცენტი, რაც ახლა ჰყავს - 15-20%, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს, მართლა ჩვენი დროშა რომ შეიცვალოს, ისინი "ოცნებას" თავს არ დაანებებენ", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement