Logo

ანდრო გოცირიძე - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ყველანი რუსეთის აგენტები არიან, ეს ასე არ ხდება

პოლიტიკა
116
Frontnews
ანდრო გოცირიძე - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ყველანი რუსეთის აგენტები არიან, ეს ასე არ ხდება

შემთხვევით არ არის შემოსული ომის საშინელებები, ბანერები, სადაც დაბომბილი კიევი, ბუჩა და სხვა საშინელებები იყო. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უნდა დავიზღვიოთ თავი რუსეთის საფრთხისგანო, მე ამას ვვარაუდობ, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რადგან მოსახლეობისთვის იმის თქმა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატს ეწერება ხელი, წამგებიანი იქნება.

"რუსოფობიაზე მსჯელობები პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკის წარმოება და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი ქვედა რგოლებში მართლდება იმით, რომ რუსული საფრთხის არიდებას ემსახურება. შემთხვევით არ არის შემოსული ომის საშინელებები, ბანერები, სადაც დაბომბილი კიევი, ბუჩა და სხვა საშინელებები იყო. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უნდა დავიზღვიოთ თავი რუსეთის საფრთხისგან, მე ამას ვვარაუდობ. ვერცერთ ოფიცერს, რომელსაც რუსეთთან ომში უომია იარაღით ხელში, ვერ ეტყვი, რომ რუსეთს უნდა ჩავბარდეთ, რეალურად, ასე გახსნილად ასეთი ტიპის კომუნიკაცია არავისთან არ მიდის, მათ შორის შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, არა სპეცსამსახურში, არამედ პოლიტიკურ დონეზე, ყველანი რუსეთის აგენტები არიან, ეს ასე არ ხდება, შეიძლება, აგენტი ზუსტად ის არის, ვინც არ ვიცით და ის მართავს ამ ვითარებას, ამიტომ, ეს სპეკულაციების თემაა.

ოფიცრებიც და ნებისმიერი სამსახურის თანამშრომლები საზოგადოების წევრები არიან და თუ შენ მათ მომგებიანად მიაწვდი, რომ ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ემსახურება იმ უბედურების თავიდან აშორებას, რაც კიევში დატრიალდა, ან სხვაგან, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, რა თქმა უნდა, ერთი ნაწილი წამოეგება და ეს არის რუსული დეზინფორმაციის და ამ ტიპის ჰიბრიდული საფრთხეების ვერაგობა, თორემ პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს ჩვენ გეორგიევსკის ტრაქტატს ვაწერთ ხელსო, ბუნებრივია, ამის მხარდამჭერი 2%-ზე მეტი არ იქნება", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები