
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ უფრო მეტი აქვს სალაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ სიმართლეს, მით უფრო მარტივი იქნება ბრძოლა და მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ივანიშვილს, რომ თავისი საცეცები ჰყავდეს შემდეგ ოპოზიციურ ველზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სიცხადე ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
"სიმართლე იყო შემდეგი, რომ ნიკა გილაურის ყოფნა მთავარ დამფინანსებლად კოალიცია "ახლების", ნიშნავდა ბიძინა ივანიშვილის მიერ "ახლების" დაფინანსებას "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. თვითონ ჰყვებოდნენ კოალიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ, რომ გილაური იქნებოდა რაღაც “ოქროს გასაღები” ბიძინა ივანიშვილთან, რაღაც მის შუალედურ პრემიერობაზე და ა.შ.
მე მახსოვს, სამეგრელოში უბნები რომ დაიხურა და პირველადი შედეგები გამოცხადდა, ზეიმობდნენ ფოიერვერკებით იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი დაუწერა მათ ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, კარგია ეს სიცხადე. კიდევ უფრო მეტი აქვს სალაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ სიმართლეს, მით უფრო მარტივი იქნება ბრძოლა და მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ივანიშვილს, რომ თავისი საცეცები ჰყავდეს შემდეგ ოპოზიციურ ველზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს