
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტს აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესი წარმართოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“არაფერი არ მაქვს ელჩისთვის საპასუხო. არ ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც არ არსებულა არანაირ შეთანხმებაში. ჩვენ კანონით დადგენილი წესით მივყვებით პროცედურას. პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც არჩეულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან, აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ ეს პროცესი წარმართოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს