
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა.
"ანრი ოხანაშვილმა და გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს