
ავტორი
Front News საქართველო
“ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.
“ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ.
კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს