Logo

ანზორ მელია – ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს

პოლიტიკა
469
Frontnews image description

კარდიოლოგიური კლინიკა ”გულის” ხელმძღვანელის ანზორ მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის თბილისში ორ ლოკაციაზე ჩატარება საჭირო არ იყო.

 

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. 

 

“მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. 

 

მე არ ვარ “ნაციონალი”, კი, შვილი მყავს “ნაციონალი”, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს”, – აცხადებს მელია. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები