ანზორ მელია – თუ ამათ სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ, მაშინ იმ ბანდიტებს რა უნდა მისცენ?!

ავტორი
Front News საქართველო
თუ ამ მთავრობას უნდა, რომ იყოს სიმშვიდე, იყოს განვითარება, შევიდეთ ევროკავშირში, არ უნდა გამოვარჩიოთ შენიანი და ჩემიანი, – ამის შესახებ ანზორ მელიამ დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრები იმყოფებიან.
“ერთი ერთზე ჰგავს ეს ყველაფერი. თანაც რა ხალხი დაიჭირეს. მე არ ვიცი. თუ მაგათ უნდათ, ამ მთავრობას, რომ იყოს სიმშვიდე, იყოს განვითარება, შევიდეთ ევროკავშირში, არ უნდა გამოვარჩიოთ შენიანი და ჩემიანი. ყველას ერთნაირად უნდა მოვექცეთ.
თუ ამათ სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ, მაშინ იმ ბანდიტებს, რომლებიც მიუვარდნენ ირაკლის და კახას სახლში, იმათ რა უნდა მისცენ მაშინ?!”, – განაცხადა ანზორ მელიამ.
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ნაცემი დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ.
შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას პოლიციელზე თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.
თაგები:
ანზორ მელია




