
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე აპარატის უფროსმა დევნილი მოსახლეობისგან პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში საკითხების შესწავლას დაჰპირდა.
„მნიშვნელოვანია მსგავსი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რადგან თითოეული ასეთი შეხვედრა და პირდაპირი დიალოგი შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დროულად ვიმოქმედოთ მათი გადაჭრისთვის.
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას და არცერთი პრობლემური საკითხი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის პრობლემებზე ეფექტური რეაგირების საშუალებას წარმოადგენს.
თაგები:
დავით მორგოშია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს