აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო “Green inn“-ში არიან დაბინავებული.
მინისტრმა დევნილებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის მდგრადობის დადგენის შემდეგ, ისინი უმოკლეს ვადებში, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავიანთ ბინებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე, დაზარალებულებს კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობაში მოქმედ ცხელ ხაზზე – 143 დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.
თაგები:
დავით მორგოშია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს