Logo

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა

პოლიტიკა
116
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბორის გაბუნია, ხოლო მოადგილედ ელენე არდაზიშვილი დაინიშნა. მოადგილეები უწყების თანამშრომლებს მინისტრმა დღეს წარუდგინა.

ბორის გაბუნიას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომიკის მიმართულებით. მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.

მინისტრის ახლად დანიშნულ პირველ მოადგილეს საჯარო სექტორში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ელენე არდაზიშვილი პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაშიც, ზაარლანდის უნივერსიტეტში. მას სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

Advertisement