
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაცაციამ, სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ და „მშვიდობის ელჩების“ დირექტორმა ნათია ფეიქრიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
"ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა საკითხი და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ჩავერთვებით სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს