Logo

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა

Frontnews image description

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა და საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა.

მინისტრმა ქალებს სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცა. შეხვედრისას ალიონა ჩხოტუამ მათ სამინისტროს საქმიანობა და ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც დევნილი მსჯავრდებულების მხარდაჭერასა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობას უკავშირდება. საუბარი შეეხო ასევე სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებსაც.

„დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ აფხაზეთიდან დევნილი ქალი მსჯავრდებულები და მათ ქალთა და დედის დღე მივულოცეთ. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს ყურადღება და მხარდაჭერა. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ პროექტებზე, რათა მათ საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა ალიონა ჩხოტუამ.

ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერლებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის მოკლე საკონცერტო პროგრამა შეასრულეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები