Logo

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 102 წლის არტემ კოპალიანს ესტუმრნენ

საზოგადოება
7 საათის წინ / 17:29
Frontnews image description

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 102 წლის სოხუმელ არტემ კოპალიანს 9 მაისი პირადად მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.

„როგორც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩემთვის პრიორიტეტია ვეტერანი გმირების ჯანმრთელობასა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენ არა მხოლოდ მადლობას ვუხდით, არამედ ვალდებული ვართ, ყოველდღიურად ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

Advertisement