Logo

აფხაზეთის მთავრობის წევრები საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ათენის მერ ჰარის დუკასს შეხვდნენ

პოლიტიკა
156
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერს ჰარის დუკასს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

საუბარი შეეხო, აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საბერძნეთში სხვადასხვა კულტურულ პროექტებში დევნილების ჩართულობის შესაძლებლობებს, ასევე, ბერძენი ახალგაზრდების საქართველოში გაცნობითი და შემეცნებითი ხასიათის ვიზიტებს.

"ათენის მერს ჰარის დუკასს მადლობა გადავუხადე თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრაში, რომელიც ათენის მერიაში გაიმართა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და ათენის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Advertisement