აქციაზე დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო კანცელარიასთან ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაკავებული აქტივისტები შსს-ში იმყოფებიან, საიდანაც დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
“ვინც არიან დაკავებულები ყველას გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხვალ მიმართავენ სასამართლოსაც, თუმცა, მოსალოდნელია რომ 48-საათიანი ვადის გამოყენებას ეცდებიან. იყო უხეში დარღვევები დაკავების დროს და დაკავების შემდეგაც“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
დაკავებულებიდან მხოლოდ ორი – ნატა ფერაძე და გვანცა პერტაია გაათავისუფლეს.
შსს-ში ერთი დაკავებული შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, აქციის 15-მდე მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციასთან მაშინ დააკავეს, როდესაც აქცია უკვე მთავრდებოდა.
