აქციების დროს დაკავებული 8-ვე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა.
იქამდე კი მოსამართლემ მათ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, რასაც ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სასამართლოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ხუსკივაძემ მას მერე მიიღო, რაც მის კატეგორიულ უარს დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, პროტესტი მოყვა და სხდომათა დარბაზი დატოვეს ადვოკატებმაც და დაკავებულების ახლობლებმაც.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თაგები:
საქალაქო სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს