Logo

"არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!“ - მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში

საზოგადოება
444
Frontnews image description

თბილისში მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდნენ.

მათ თან ჰქონდათ ბანერი - "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!“.

"საპროტესტო მოძრაობა სამასი ქალის დღევანდელი გზავნილია, არ გაბედოთ, მივმართავთ ივანიშვილს და მის მარიონეტ ხელისუფლებას, რომლებსაც დიდი ხანია, თავს გაუვიდათ, მაგრამ ამას არ მოითმენს და არ აპატიებს ქართველი ხალხი.

თავისუფლება ნინოს, მზიას, სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

რას შეეხება ნინო დათაშვილს, მას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ. 

Advertisement