Logo

არ გაჩერდე - "საქართველოს ბანკის" ფილოსოფია

ბიზნესი-ეკონომიკა
32
Frontnews
არ გაჩერდე - "საქართველოს ბანკის" ფილოსოფია

"საქართველოს ბანკის" მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.

ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. 

ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.

თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.

სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.

არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde

(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები