Logo

არა მხოლოდ უკრაინა - რატომ ჩავიდა CIA-ს დირექტორი რუსეთში?

მსოფლიოუკრაინა
152
Frontnews
არა მხოლოდ უკრაინა - რატომ ჩავიდა CIA-ს დირექტორი რუსეთში?

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გასაფრთხილებლად ჩაფრინდა, რომ რუსეთმა ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ვითარება არ გაამწვავოს, - ინფორმაციას ცნობილი ამერიკელი რეპორტიორი და გამოცემა The Insider-ის რედაქტორი მაიკლ ვაისი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი უკავშირდება აშშ-ის საიდუმლო სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც ვაშინგტონმა პოლონეთს, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს უკვე გაუზიარა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვიზიტი ემთხვევა ევროპაში რუსული სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ოპერაციებისა და დივერსიების მკვეთრ ზრდას, რაც განსაკუთრებით გერმანიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში რუსული დრონების გააქტიურებით გამოიხატება.

მისივე თქმით, საუბარი არ არის ტყვეების გაცვლის საკითხზე, რადგან მსგავსი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჩასვლა საჭირო არ არის.

"რეტკლიფი ასევე ადმინისტრაციაში ყველაზე პროუკრაინელი ჩინოვნიკია, რომელიც პასუხისმგებელია კიევისთვის ღრმა დარტყმების განხორციელებაში დახმარებაზე. აქ კონტექსტი მნიშვნელოვანია: ბილ ბერნსი 2021 წელს მოსკოვში იმყოფებოდა, რათა პუტინი გაეფრთხილებინა... უკრაინაში შეჭრის შესახებ“, - წერს ის.

ვაისის თქმით, რეტკლიფმა მოსკოვში განიხილა უკრაინასა და რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტა, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა, როგორც ზოგადი დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ომის დასრულების პერსპექტივები.

ამასთან, The Wall Street Journal-ის ცნობით, რეტკლიფი მოსკოვში რუსეთის მობილიზაციის გეგმებისა და ევროპაზე შესაძლო თავდასხმის გამო ჩავიდა.

მისივე ცნობით, ვიზიტის მიზეზი აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაა, რომელიც რუსეთის მიერ შესაძლო სამხედრო მობილიზაციისთვის წინასწარ მზადებასა და ნატოს სიმტკიცის გამოცდის გეგმებზე მიუთითებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები