არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელებს დაჰპირდა, რომ დაუმზადებდა გერმანიის ფედერაციის სამუშაო ვიზებს, წინასწარ გამოართვა 1 500 - 1 500 ევრო, თუმცა დანაპირები არ შეუსრულა და მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა ისარგებლა ნაცნობის ნდობით, რომელსაც ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მესაკუთრისთვის გადასაცემად გამოსძალა 8 000 ლარი და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





