არახამია – უმაღლეს რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში დიდი კრიზისი ახლოვდება, ფრაქცია “ხალხის მსახურის” სულ მცირე 17 დეპუტატი მანდატის დატოვებას ითხოვს, – ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა
“ზოგადად პარლამენტში ახლოვდება დიდი კრიზისი, რადგან მხოლოდ მე ფრაქციაში მაქვს 17 განცხადება მანდატის დატოვების შესახებ, ანუ უკვე 401 კაცი გვყავს პარლამენტში, კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ სამედიცინო მიზეზების გამო – 400 კაცი იქნება“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, პარლამენტში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მინიმუმ 226 ხმის შეგროვება, 400 პარლამენტარით კი უკვე რთულია საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება.
არახამიას განცხადებით, რადამ გადაწყვიტა პარლამენტის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას ხმა არ მისცეს.
“სხვა ფრაქციებშიც და პარტიებშიც ვიცი, რომ არის წასვლის მსურველი. ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, რომ მანდატების დატოვებას ხმას არ მივცემთ, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება რეალური სამედიცინო მდგომარეობა, არ არსებობს სხვა პირობები, რომლითაც ჩვენ ხმას მივცემთ მანდატების დატოვებას, რათა შევინარჩუნოთ პარლამენტის ლეგიტიმაცია“, – განაცხადა არახამიამ.
თაგები:
დავით არახამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს