Logo

"არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული"

პოლიტიკა
313
Frontnews image description

არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი.

"არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს. 

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

ლატვია
Advertisement