
ავტორი
Front News საქართველო
სანთებელაზე ელისაშვილის კავშირი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით არ დადასტურდა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოზე აღნიშნულ დეტალზე გაამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე.
“საქმე განიხილება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა არის, რომ სანთებელაზე ელისაშვილის კავშირი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით არ დადასტურდა.
ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა, ადასტურებენ იმას, რომ 110 ლარიანი ზიანი იყო მიყენებული ჯამში მატერიალური კუთხით, ხოლო მთავარი დანაშაულის იარაღზე, რომელზეც ამბობენ, რომ ტერაქტი უნდა განხორციელებულიყო სანთებელათი, მასზე არ არის გამოვლენილი ბრალდებულის არც ბიოლოგიური და არც სხვა რაიმე კვალი და კავშირი", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
არჩილ ჩოფიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს