არჩილ გორდულაძე - 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიამ მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
"ქართული ოცნების" მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოებას გააცნო.
მან ყურადღება გაამახვილა გახარიას პარტიის პოზიციაზე, კერძოდ, გიორგი გახარიასა და მიხეილ დაუშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერაზე და მათ მიერ საპროტესტო აქციის, როგორც მშვიდობიანი პროტესტის შეფასებაზე.
„2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა. მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად აქციებს მშვიდობიანი უწოდა. გახარიამ საჯაროდ განაცხადა: „ [2019 წლის] 20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს.“
2023 წლის 3 აპრილს პარტია "საქართველოსთვის" იმჟამინდელმა წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გრიგორიადისის მხარდასაჭერად საჯაროდ განაცხადა: „ოცნებას იმის ილუზია თუ აქვს, ახალგაზრდებთან და მომავალ თაობასთან ომს მოიგებს ძალიან ცდებიან, უკიდურესად ცდებიან და ჯობია, რომ ამ ომს თავი დაანებონ. დანარჩენად, ასევე ძალიან მიუღებელია ის რაღაცა აბსოლუტურად არანაირ ფარგლებში, რომ არ ჯდება ეს დისკრიმინაციული და ამორალური კამპანია იმავე ლაზარეს წინააღმდეგ. ამიტომ, ორგანიზატორები კი არა ოცნებამ საკუთარ პასუხისმგებლობას მიხედოს“, - განაცხადა გორდულაძემ.
მან ასევე გაიხსენა ნათია მეზვრიშვილის განცხადება, რომელმაც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულ პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„2024 წლის 9 ივლისს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის მე-2 ნომერი), ძალადობრივ აქციაში მონაწილე დაპატიმრებული მოძალადე მონაწილეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: "ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!“ - განაცხადა გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




