Logo

Logo

არჩილ გორდულაძე - ამ ქალს ვინმემ უნდა აუხსნა, რომ თუ ადამიანს რამეს აბრალებს, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა დადოს

პოლიტიკა
Frontnews image description

ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს "ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები? - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანს რაიმეს აბრალებდე, აუცილებლად უნდა გქონდეს მტკიცებულებები, რომელიც ელისო კილაძეს არ დაუდია.

“ძალიან მაინტერესებს პასუხი მარტივ კითხვაზე: ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს "ანიუსებს", ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?

პ. ს. ამ ქალსაც ვინმემ უნდა აუხსნა, რომ თუ ადამიანს რამეს აბრალებს, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა დადოს”, - წერს არჩილ გორდულაძე.

ელისო კილაძემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე “ოცნების” მაღალჩინოსნების  გაშავებას სთავაზობდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები