Logo

არჩილ გორდულაძე - ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ

პოლიტიკა
58
Frontnews
არჩილ გორდულაძე - ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ

4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს დაუჯერეს, ახლა შეუძლიათ, ისევ დაუჯერონ, ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა იყო.

"პაატა ბურჭულაძე მსჯავრდებულია უმძიმესს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში. ახლა მისი განცხადებები გაკეთებულია მისი თავის გადასარჩენად თუ მის მიერვე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. 4 ოქტომბერს მცდელობა იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის მცდელობა“,- განაცხადა გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები