Logo

არჩილ გორდულაძე - პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს

პოლიტიკა
206
Frontnews image description

ჩვენ ვხედავთ, რომ „ლელოელები“, „ლელოელი ნაცები“ ზოგადად, სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში, იმას კი არ ჰპირდებიან მოსახლეობას, რა სიკეთეს გააკეთებენ, რა პროგრამები და პროექტები ექნებათ - არა, პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი გაათავისუფლებენ ყველა პატიოსან, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საჯარო მოხელეს და მხოლოდ პარტიული აქტივით დააკომპლექტებენ მთელს მერიას, რაც, სხვათა შორის, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკეთებული აქვს მაგალითად, წალენჯიხაში, 2021 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ირაკლი კუპრაძე მერი გახდება, მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებიან, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ოპოზიცია პარტიული აქტივით საჯარო სამსახურის დაკომპლექტებას აპირებს და ისეთი მნიშვნელოვანი სამსახურების პარალიზება სურს, როგორიცაა ჯანდაცვა, დასუფთავება, კეთილმოწყობა.

მისივე განცხადებით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ქართველი ხალხი ეზიზღება და მათთვის პრობლემების შექმნა სურს.

„[წალენჯიხაში] ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, გათავისუფლდა სამსახურებიდან. ზუსტად ამას ჰპირდებიან თბილისშიც, რომ პარტაქტივით გაივსება საჯარო სამსახური, გაივსება მერია და შესაბამისად, მერე უკვე მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, არქიტექტურა, ზედამხედველობა. წარმოიდგინეთ გაჩერებული ქალაქი, სადაც ვერ იღებს სერვისებს თბილისის მილიონზე მეტი მოსახლე. ამას ჰპირდება "კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას. ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომ ეზიზღებათ ქართველები, ეზიზღებათ საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი და მათ შორის, არჩევნებზეც პირდაპირ აცხადებენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, თქვენ შეგიქმნათ პრობლემები და თქვენს წინააღმდეგ ვიმუშაოთო.  ეს არის კიდევ ერთი "ნაცური" პარტიული აგენტურის გაცხადებული პოზიცია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement