არჩილ გორდულაძე - ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, სიცრუეა.
მისი თქმით, მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ითხოვენ და არა მანდატების გაუქმებას. გორდულაძე განმარტავს, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით და არავითარ შემთხვევაში ავტომატურად არ უწყდება.
“ტყუილია, რომ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.
სინამდვილეში: პარტიის გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ვითხოვთ და პარლამენტის წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმების გარეშე. მეტიც, პარლამენტის წევრს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება და არაერთ შემთხვევაში ავტომატურად”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




