არჩილ თალაკვაძე – მისივე განცხადებით გამოდის, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოსთვის იბრძოდა, თუმცა ქვეყნის მოქალაქეობა გააუქმა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა ხელისუფლებამ „იმედზე“ ძალადობრივი რეიდი განახორციელა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოსთვის იბრძოდა, თუმცა ქვეყნის მოქალაქეობა გააუქმა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა ხელისუფლებამ “იმედზე“ ძალადობრივი რეიდი განახორციელა, დღეს კი, იგივე ხალხი – გადაფუთულები, ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა, აქეთ გამოთქვამენ კრიტიკას იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები და პრობლემები დაინახონ. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე სავალდებულოა და არ შეიძლება, ამის წინააღმდეგ რაიმე კომპრომისი იყოს დაშვებული. ეს არის ჩვენი პოზიცია, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა – როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება, ნაფოტებიც ცვიოდესო. ანუ, ისეთ რეფორმებს ვატარებდითო, რომ თუ ადამიანები კვდებოდნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და უფლებები დაირღვა, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო. საზოგადოებამ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანი რვაჯერ გააკეთა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის მიერ არის დაგეგმილიო, მისივე განცხადებით გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად, სატვირთო მანქანით საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა. რას ამტკიცებს, როგორ გავიგოთ, მისი განცხადება?“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს