არჩილ თალაკვაძე – თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ


ავტორი
Front News საქართველო
“ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და ლუსტრაცია რაღა გინდათ?“ – ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, გადამწყვეტი დღე მაშინ იყო, როდესაც მათ მიატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე.
“თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მიხვედით – რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს. თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? დღესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ, გადამწყვეტი დღე არისო. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში. აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე – დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი, ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული

არჩილ თალაკვაძე – რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში, ეგეც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული იყო