
ავტორი
Front News საქართველო
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნავად მილიონობით ადამიანი გავიდა ქუჩაში. აღლუმს ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია.
აღნიშვნის დროს 24 წლის გულშემატკივარი სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
არგენტინული პრესის ინფორმაციით, ქალაქ მარ დელ პლატაში ქანდაკების ნაწილი ჩამოვარდა, რომლის ნამსხვრევები 5 წლის ბიჭს მოხვდა თავში. იგი კომაშია და სიცოცხილსთვის იბრძვის.
ასევე ბუენოს-აირესის ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გარდაიცვალა კიდევ ერთი გულშემატკივარი საავადმყოფოში, ორშაბათს, ზეიმის დროს მიღებული თავის ტრავმის გამო.
ცნობილი ხდება, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გულშემატკივრებიც. ასევე ფანებსა და პოლიციას შორისაც იყო კონფლიქტი, გამომსვლელებმა პოლიციელთა მანქანა გაიტაცეს მაშინ, როცა სხვები ავტობუსში გადასვლას ცდილობდნენ.
არგენტინის ქუჩებში სრული ქაოსია და ნელ-ნელა ზეიმი არეულობაში იზრდება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
არგენტინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს