არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო


ავტორი
Front News საქართველო
ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელი ხავიერ მილეი არგენტინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართა.
მილეის შემდეგ ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილარუელმა.
”ქვეყნის პრეზიდენტის სახელით და ჩემი სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ამ ისტორიულ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის”, – განაცხადა მან ფიცის დადების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო ბუენოს-აირესში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში და მიულოცა მას. ”ეს არგენტინისთვის ახალი დასაწყისია. მე ვუსურვებ პრეზიდენტ მაილს და მთელ არგენტინელ ხალხს გააოცონ სამყარო თავისი წარმატებებით. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და არგენტინას შორის ორმხრივი თანამშრომლობას გაფართოვდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრის ბოლოს ჩატარდა, რომელშიც Tiktok-ის ვარსკვლავმა და აშშ-ის მომხრემ ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა. მან უკვე ღიად განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში. მილეიმ გააკრიტიკა ჩინეთი და ბრაზილია და განაცხადა, რომ არ ექნება საქმე „კომუნისტებთან“ და მხარს უჭერს უფრო მყარ კავშირებს აშშ-თან.
თაგები:
არგენტინა