Logo

არქიმანდრიტი დოროთე - გამოვიდნენ ამ ხალხთან, ვინც რუსთაველზე დგანან, მივიდნენ ციხეებში

პოლიტიკა
200
Frontnews image description

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არის ჩემი ბრალმდებელი, რომ მე ვარ აგრესორი. არაფრით არ შეიძლება მე მივიდე იმ კომისიაზე, რომელზეც ის არის და ამიტომ დავწერე წერილში, რომ ისიც დაიბარეთ არა როგორც კომისიის წევრი, არამედ როგორც ბრალმდებელი, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მეუფე შიო, მამა ანდრია და მიქაელ ბოტკოველი ხელისუფლების ნაბიჯებს დაგმობენ, ის მათზე აღარაფერს იტყვის.

"მე ვეუბნები მეუფე შიოსაც, მამა ანდრიასაც და მიქაელ ბოტკოველსაც - გამოვიდნენ ხვალ, დაგმონ ხვალ რუსული კურსი, დაგმონ რასაც მთავრობა აკეთებს, დაგმონ, რომ ევროპაში ყველა ჩვენს მთავრობას ლანძღავს, თქვან, რომ რუსეთი მოძალადეა და ძალადობს საქართველოზე, თქვან, რომ ანწუხელიძე არის გმირი და მივალ კი არა, მივეჭრები და ხელზე ვაკოცებ ყველას და არცერთზე არ ვიტყვი სიტყვას არასოდეს. გამოვიდნენ ამ ხალხთან, ვინც რუსთაველზე დგანან, მივიდნენ ციხეებში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არის ჩემი ბრალმდებელი, რომ მე ვარ აგრესორი. არაფრით არ შეიძლება მე მივიდე იმ კომისიაზე, რომელზეც ის არის და ამიტომ დავწერე წერილში, რომ ისიც დაიბარეთ არა როგორც კომისიის წევრი, არამედ როგორც ბრალმდებელი და დაამტკიცოს, რომ მე ვარ მოძალადე. ჯაღმაიძე მე ეკლესია არ მგონია არასოდეს, თვითონ ატყუებს ადამიანებს, "პოსტი" დადო - მეკითხებიან, არქიმანდრიტი დოროთე ეკლესიის სახელით ამბობს თუ არაო და მე ვეუბნები - არაო. ეკლესიის სახელით საუბარი არ შეუძლია არცერთ მღვდელს, ეპისკოპოსს, ეკლესიის სახელით საუბრობს პატრიარქი, თან სინოდიდან სინოდამდე, ეს წაიკითხოს მაგან, 95-შია ეს წიგნი გამოშვებული, თუმცა მაგ დროს ეგ რუსეთში იქნებოდა", - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპარქიო კომისიის სხდომაზე 29 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დაბარებული.

Advertisement