არქიმანდრიტი დოროთე - ჯერ ჩემი უფლებები და ქრისტეს სწავლება უნდა დაიცვან, უნდა განიხილონ ჩემი სწავლებები, არა ჩემი ცხოვრება


ავტორი
Front News საქართველო
მივდივარ მხოლოდ სინოდზე, ჯერ ჩემი უფლებები და ქრისტეს სწავლება უნდა დაიცვან, მეორე - ამ კომისიაზე უნდა განიხილონ ჩემი სწავლებები, არა ჩემი ცხოვრება, არამედ ჩემი სწავლებები, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი განიხილავდნენ მის სწავლებებს და სწავლებების განხილვის უფლება აქვს სინოდალურ კომისიას და არა ზნეობრივ კომისიას.
"ამ კომისიას არ აქვს იმისი ცოდნა და არც უფლებები, რომ განიხილონ სწავლებები, რადგან ზნეობრივი კომისია ნიშნავს, რომ როცა მღვდელი რაღაცას დააშავებს, ან რაღაც მოხდება ურთიერთობაში, ეს უნდა მოაგვარონ და ამისი უფლებაც აქვთ და შესაძლებლობებიც.
ისინი განიხილავდნენ ჩემს სწავლებებს და სწავლებების განხილვის უფლება აქვს სინოდალურ კომისიას და არა ზნეობრივ კომისიას.
მივდივარ მხოლოდ სინოდზე, ჯერ ჩემი უფლებები და ქრისტეს სწავლება უნდა დაიცვან, მეორე - ამ კომისიაზე უნდა განიხილონ ჩემი სწავლებები, არა ჩემი ცხოვრება, არამედ ჩემი სწავლებები", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დეკანოზის ცნობით, ხუთშაბათს მამა დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით კომისია გაიმართება, თუმცა მისგან ვერ მიიღეს დასტური გამოცხადების შესახებ. ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ არქიმანდრიტი კომისიაზე მისი განცხადებების გამო დაიბარეს.
თაგები:
არქიმანდრიტი დოროთე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა