Logo

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კომისიამ გადაწყვიტა ჩემი არშეშვება, ეს არის, ეტყობა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოლიტიკა

საზოგადოება
70
Frontnews image description

კომისიამ გადაწყვიტა ჩემი არშეშვება. ეს არის, ეტყობა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოლიტიკა, რადგან ის უკვე მართავს აქ არქიმანდრიტებს და ყველას, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოში დაბარებული მამა ილია დამნაშავე არ არის და მან მისი - დოროთე ყურაშვილის სიტყვები გაიმეორა, რომ "მეუფე შიო არის რუსეთიდან გამოგზავნილი და რუსეთს ემსახურება".

"მოკლედ, მეუფე შიო და მეუფე თეოდორე იბარებენ მამა ილიას, იქიდან პასუხია, რომ კომისიამ გადაწყვიტა ჩემი არშეშვება. კომისიაზე ეს არ არის დაბარებული და კომისია არაფერ შუაში არ არის საერთოდ, ეს არის, ეტყობა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოლიტიკა, რადგან ის უკვე მართავს აქ არქიმანდრიტებს და ყველას. მას არ აქვს იმის უფლება, რომ მე არ შემიშვას საპატრიარქოში ჩემს სულიერ შვილთან და მე ვეუბნები საჯაროდ ყველას - რაზეც პასუხს მოსთხოვენ მამა ილიას, იმ ყველაფერზე ჩემთვის არის პასუხი მოსათხოვი, იმიტომ, რომ მამა ილია, არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს იმას, რასაც ამბობს მისი მოძღვარი - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ჩემი ნათქვამი გაიმეორა, მე ვთქვი, რომ მეუფე შიო არის რუსეთიდან გამოგზავნილი და რუსეთს ემსახურება. ეს მე ვთქვი და ეს გაიმეორა მამაომ, არაფერი ახალი არ უთქვამს", - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა. 

მამა ილია თოლორაია საპატრიარქოში მისი საჯარო განცხადებების საფუძველზე დაიბარეს. ის დღეს მეუფე შიოსა და მეუფე დოროთეს უნდა შეხვედროდა. საპატრიარქოში მამა ილიასთან ერთად მამა დოროთეს სურდა შესვლა, რაზეც უარი მიიღო. საქმე მეუფე შიოსთვის ბრალდებას ეხება, კერძოდ მამა ილიამ და არქიმანდრიტმა დოროთემ განაცხადეს, რომ "მეუფე შიო რუსეთიდანაა გამოგზავნილი და რუსულ საქმეს აკეთებს".

Advertisement