
ავტორი
Front News საქართველო
თუ ესეც გაატარა ერმა, იქიდან გამოსვლა თაობებს გაუჭირდება. დღესვე უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი, კობახიძე უნდა გადადგეს და დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთელი მთავრობა და ძალოვნები, რომლებიც იცავენ ქვეყნის გამყიდველ პრემიერს და ოცნებას, დამნაშავეა ქვეყნის და ღმერთის წინაშე.
"თუ ესეც გაატარა ერმა, იქიდან გამოსვლა თაობებს გაუჭირდება, ნუ იყოფით. ვიცი კიდევ ორჭოფობთ და არ გამოდიხართ, არ აპროტესტებთ ვერ გამართლდებით შთამომავლობის და ღმერთის წინაშე. თქვენი დუმილი და სიმშვიდე ქვეყნის გაყიდვის ტოლფასია. მთელი მთავრობა და ძალოვნები, რომლებიც იცავენ ქვეყნის გამყიდველ პრემიერს და ოცნებას, დამნაშავეა ქვეყნის და ღმერთის წინაშე.
დღესვე უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი, კობახიძე უნდა გადადგეს და დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, რათა ერმა შეძლოს კუთვნილი ძალაუფლების დაბრუნება. დღეიდან ყველა რუსთაველზე", - წერს დოროთე ყურაშვილი.
თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს