
ავტორი
Front News საქართველო
პრორუსული ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება ჩვენ 2024 წლის არჩევნებში შეგვეძლო, თუმცა ოპოზიცია მაშინ, საუბედუროდ, საკუთარი ილუზიებისა და ამბიციების ტყვეობაში ჩარჩა და უნიკალური, ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საზოგადოების უმრავლესობა მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს.
“ორბანის მარცხი კანონზომიერია! ევროპა განაგრძობს დემოკრატიულ განახლებას და სტრატეგიულ გაძლიერებას.
პრორუსული ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება ჩვენ 2024 წლის არჩევნებში შეგვეძლო, თუმცა ოპოზიცია მაშინ, საუბედუროდ, საკუთარი ილუზიებისა და ამბიციების ტყვეობაში ჩარჩა და უნიკალური, ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა!
მჯერა, ახლა საზოგადოების უმრავლესობა მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს!
სწორედ ახლა დგება ეს დრო - ეპოქალური ცვლილებების, კეთილგონივრული, მტკიცე ნაბიჯებისა და ეროვნული თანხმობის გზით დემოკრატიული სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი წარმატების მოპოვების დიდი, ისტორიული დრო!“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს