არმაზ ახვლედიანი – თქვენ ცდილობთ, რომ დააზიანოთ პარტნიორებთან ქვეყნის ურთიერთობა


ავტორი
Front News საქართველო
“როგორც იქნა უკრაინის სისხლის ფასად, ჩვენი ხალხის თავისუფლებისაკენ დაუოკებელი ლტოლვის ფასად გერმანიამაც კი გაიაზრა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ სტრუქტურებში ყოფნას. მინისტრი ჩამოდის იმ მიზნით, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და იყოს მისი მთავარი მხარდამჭერი. მაგრამ ამ დროს თქვენ ცდილობთ, რომ დააზიანოთ პარტნიორებთან ქვეყნის ურთიერთობა და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე, როდესაც მან ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრს მიმართა.
მისი თქმით, ევროპაშიც, შეერთებულ შტატებშიც ხვდებიან, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს, მაგრამ თუ ეს მოხდება, ეს იქნება ხალხის დამსახურება.
“იმ ხალხისა, რომელზეც ასე არ უნდა საუბრობდეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქ შეიკრიბა იმის სათქმელად, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება რომ საქართველო დარჩეს რუსულ ორბიტაზე.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის მომავალი და მშვიდობა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ საქართველო მიდის დემოკრატიული რეფორმების გზით, თუ სამართლის უზენაესობა არის განმსაზღვრელი, თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უპირობო, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ თქვენ საბოლოოდ უკარგავთ ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი ირაკლი ღარიბაშვილს – მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა, ამას ჰქვია არაადეკვატურობა

არმაზ ახვლედიანი – ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის აღარ იყოს შესაძლებელი სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება

არმაზ ახვლედიანი – თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა