
ავტორი
Front News საქართველო
აშშ გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩოს განცხადებით, ელიან საქართველოსა და ამერიკის კულტურის ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას.
"ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სვეტიცხოველში ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგა.
თაგები:
აშშ-ის საელჩო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს